მოუმზადეთ ბავშვებს შინ ნატურალური ჟელიბონი - გემრიელია და სასარგებლო!

მოუმზადეთ ბავშვებს შინ ნატურალური ჟელიბონი - გემრიელია და სასარგებლო!

ინგრედიენტები

სასურველი ხილის ან ბოსტნეულის წვენი - 1,5 ჭიქა

ჟელატინი - 4 ს/კ

თაფლი - 2-4 ს/კ

ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ჩ/კ

მომზადების წესები

წვენი ჩაასხით პატარა ქვაბში და დაუმატეთ ჟელატინი. დააცადეთ რამდენიმე წუთი, რომ ჟელატინი გაფუვდეს.

დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და შეათბეთ ისე, რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.

დაუმატეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი, კარგად აურიეთ.

გაანაწილეთ ფორმებში და გააცივეთ, სანამ არ გამკვრივდება.

შეინახეთ მარმელადი ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში და მაცივარში.

ინახება 2-3 კვირა.