იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 23 თებერვალს ტოკიოში იმპერატორ ნარუჰიტოს დაბადების დღის აღნიშვნა გადადეს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
იმპერატორის სასახლეში მონარქის დაბადების დღე აღარ აღინიშნება. ნარუჰიტო იაპონიის იმპერატორი 2019 წლის მაისში გახდა. მანამდე ამ ტიტულს მამამისი, აკიჰოტო ატარებდა.
2018 წელს 85 წლის აკიჰიტოს დაბადების დღეზე იმპერატორის სასახლეში 1969 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მოქალაქე მივიდა. იაპონიაში იმპერატორის დაბადების დღე პომპეზურად აღინიშნება.
იაპონიაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2020 წლის 16 იანვარს დაფიქსირდა
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.