მალიში შეიარაღებული პირების სამ თავდასხმას 30 ადამიანი, მათ შორის 9 სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შეიარაღებული მებრძოლები მუსლიმებით დასახლებულ სოფელ ოგოსაგუს დაესხნენ თავს და 21 ადამიანი მოკლეს.
გაოს რეგიონში, სოფელ ბინტიაში 8 სამხედრო ჩასაფრებაში მოყვა, კიდევ ერთი კი ქალაქ მონდოროში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ემსხვერპლა.