საუბრები იმაზე, რომ ნატო მკვდარია, მეტისმეტად გადაჭარბებულია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დასავლეთი იმარჯვებს და ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ. დასავლეთის ქვეყნები გაერთიანებულნი არიან ჩვენი თავისუფალი საზოგადოებებით და საერთო ღირებულებებით, როგორიც არის ადამიანია უფლებების დაცვა, თავისუფალი ბაზრები და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი საფრთხეს უქმნიან თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს და რომ სუვერენიტეტის ხელყოფა თავისუფლების ხელყოფას ნიშნავს.