ორიგინალური საუზმე

ორიგინალური საუზმე

ინგრედიენტები

კვერცხი - 2 ცალი

არაჟანი - 200 გრ

ფქვილი - 160 გრ

სოდა - 5 გრ

შაქარი - 10 გრ

გულსართი

მოხარშული კვერცხი - 5 ცალი

მწვანე ხახვი - 100 გრ

მაიონეზი - 30 გრ

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

კვერცხს შეურიეთ მარილი, შაქარი, სოდა და არაჟანი. შემდეგ მიქსერით შეათქვიფეთ ფქვილი და მიღებული ცომისებური მასა ჩაასხით ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში.

გულსართი: მოხარშული კვერცხი დაჭერით პატარა კუბიკებად. შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მაიონეზით, შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით თავზე ფორმაში ჩადებულ ცომს.

შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთი.