ინგრედიენტები
კვერცხი - 8
დაჭრილი ბაზილიკი ან რეჰანი - 4 ს.კ
ტკბილი წიწაკა, წითელი - 2-3
მარილი და პილპილი
ზეთი
მომზადების წესები
შევწვათ წიწაკა ისე რომ კანი მთლიანად გაუშავდეს. ამის გაკეთება შეიძლება ღუმელში, მშრალ გახურებულ ტაფაზე ან პირდაპირ გაზქურის ღია ცეცხლზე. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და გაშავებული კანი მოვაცილოთ, ადვილად გასძვრება. დავჭრათ ზოლებად.
გავახუროთ შესაბამისი ზომის ღუმლის ტაფა, დავასხათ ზეთი, შემდეგ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ წიწაკა და დაჭრილი ბაზილიკი. მარილი და პილპილი ათქვეფილ კვერცხში წინასწარ ჩავამატოთ. შევდგათ 180-200 გრადუსზე და 15-20 წუთი, სანამ კვერცხი შეიკვრება. დავჭრათ ულუფებად და სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
ბაზილიკი რეჰანის ნაირსახეობაა, რომელიც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ჩვეულებრივი რეჰანით ან შაშკვლავით.