აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის მხარდაჭერის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელებას უზღუდავს. ამის შესახებ ღეუტერს-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 45 კანონმდებელი აღმოჩნდა. დოკუმენტი პრეზიდენტს ირანთან საბრძოლო ქმედებებში დონალდ ტრამპი ინიციატივას მხარს არ უჭერს და დიდი ალბათობით ვეტოს დაადებს.
შესაბამისი განცხადება მან თწიტტერ-ზე გააკეთა.
„აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სენატმა მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ რეზოლუციას“. „ახლა არ არის ირანთან მიმართებაში სისუსტის გამოჩენის დრო. თუ ჩემი ხელები შეკრული იქნება, ირანი ძალიან ცუდ სიგნალს მიიღებს. არ დაუშვათ ეს!“ - დაწერა ტრამპმა.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა.