ინგრედიენტები
კვერცხი - 1 ცალი
ზეთი - 80 მლ
შაქარი - 90 გ
შოკოლადი - 100 გ
ფქვილი - 190 გ
მარილი - მწიკვი
გამაფხვიერებელი - 1 ს/კ
მომზადების წესები
თასში კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი,დავუმატოთ ზეთი, მწიკვი მარილი და ნელ-ნელა ფქვილი. სანამ ცომს მივიღებდეთ დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
ცომს შეურიეთ შოკოლადის პატარა ნატეხები. ზეთიანი ხელებით აიღეთ პატარა გუნდა და მიეცით ორცხობილას ფორმა.
გამოაცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე.