"ბაჩანა ახალაია საქართველოს ისტორიის ზნეობრივი მაგალითია. ის არის უდიდესი მოღვაწე", - ასე აფასებს ახალაიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში დაბრუნებას კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცოტნე დადიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ადარებს.
ახლახან სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სვიმონ მასხარაშვილს ძვირად ღირებული მკურნალობის, თვალზე გაკეთებული ოპერაციის დაფინანსებაში სწორედ ბაჩანა ახალაია დაეხმარა.
ამ საკითხზე კომენტარისთვის სიმონ მასხარაშვილს მივმართეთ. მან გვითხრა: ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენთან ცდილობენ, ყველაფერს მერკანტილური საფუძველი მოუძებნონ, მერკანტილურად მიუდგნენ.
- თქვენ ბაჩო ახალაიას უდიდესი მოღვაწე უწოდეთ...
- ჟურნალისტებთან საუბრისას ვთქვი ის, რაც ვთქვი, ამ საკითხზე კომენტარს აღარ გავაკეთებ.