ნიუ-ჰემფშირში გამართულ დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ბერნი სანდერსი ლიდერობს

ნიუ-ჰემფშირში გამართულ დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ბერნი სანდერსი ლიდერობს

ნიუ-ჰემფშირში გამართულ დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი მე-5 ადგილზეა.

ამომრჩევლებს არჩევანი 33 კანდიდატს შორის გააკეთეს. ნიუ-ჰემფშირის პრაიმერში მონაწლეობა არ მიუღია ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მაიკლ ბლუმბერგს, რომელიც 3 მარტს 14 შტატში დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებამდე არცერთ შტატში გამართულ პრაიმერსა თუ კოკუსში არ აპირებს მონაწილეობას.

ნიუ-ჰემფშირის შემდეგ დემოკრატების პრაიმერი სამხრეთ კაროლინასა და ნევადაში ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.