ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ადამიანი იმსხვერპლა.
ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 1113 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 44 600-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 4740 პაციენტი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.
11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ოფიციალური დასახელება მიანიჭა. „დღეიდან კორონავირუსს ოფიციალურად COVID-19 ჰქვია“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.