ირანში, გილანის პროვინციაში გადაუღებლად თოვს. უხვთოვლობით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს 7 ადამიანი ემსხვერპლა. 5 მათგანი ზვავის ჩამოწოლის, 2 კი სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უამინდობის გამო გილანში სასწავლო პროცესი შეჩერდა.