გიგი უგულავას დაკავებამ ოპოზიციის გეგმები შეცვალა. ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყდა. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, 4 აპრილს 4 საათზე რუსთაველზე მასშტაბური აქცია გაიმართება. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აპრილის მასშტაბურ აქციამდე იქნება ინტენსიური აქციები, პიკეტირებები, რეგიონში გასვლები. პარალელურად, ოპოზიციას ინტენსიური კავშირი ექნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან და იმოქმედებენ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ოპოზიცია ერთიანია და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ერთმანეთთან ყოველმხრივ თანამშრომლობას აპირებს.
„04.04, 04:00 და 2020 - დაიმახსოვრეთ ყველამ, ეს არის თარიღი, როცა მართლაც ისტორიული პროცესი იწყება, როცა ქართულმა ოპოზიციამ, ერთხელ და სამუდამოდ, მოძებნა საერთო ენა და ეს იქნება მაჟორიტარული კუთხით თუ სხვა კუთხით თანამშრომლობა, აბსოლუტურად ყველაფერს ვიტყვით. საზოგადოებას მოვუწოდებ, მთავარია, რომ ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ამერიკის საელჩომაც განაცხადა, რომ დიალოგი დაასრულა „ქართულმა ოცნებამ“, არ შეიძლება, როცა დიალოგზე შედიხარ და ესაუბრები, მერე კიდევ ციხეებით ემუქრები ადამიანებს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის ლიდერების დაჭერების გაგრძელების შემთხვევაში, რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომლის განცხადებით, ოპოზიციას გაერთიანებისკენ თავად ხელისუფლების ქმედებებმა უბიძგა.
„თუ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება შეძლებს ცალ-ცალკე დაიჭიროს ოპოზიციური ლიდერები და გაკრიფოს ოპოზიციური პარტიები, ასეთ შემთხვევაში, რევოლუციური სცენარი განვითარდება, რაც არავის არ აწყობს. ხელისუფლება ასე მოქმედებს, გვაიძულებს ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი სურვილის მიუხედავად, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ და მეტი კოორდინირება გვქონდეს ერთმანეთთან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. საელჩო მოუწოდებს მხარეებს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგული.
„დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.
გიგა ბოკერიას განცხადებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან მკაფიო გზავნილია. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, ამ ნაბიჯმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ნორმალიზების შანსებს და ლოგიკურია, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა.
„პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზება საჭიროებს, რომ პოლიტიკური მოტივებით არ იყოს გამოყენებული სამართლებრივი სისტემა - მე უბრალოდ ვციტირებ განცხადებას. მიმაჩნია, რომ ეს ადეკვატური შეფასებაა ვითარების და სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს ვითარება, რომ ივანიშვილს, ამ სამარცხვინო ლიდერს და მის მასხარებს არ აქვთ უნარი, მიხვდნენ, რომ დროზე უნდა მოეგონ გონს. თუმცა ეს სიგნალები მოდის საქართველოს მეგობრებისგან, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ისინი რაღაც მომენტში გონს მოეგებიან, კარგი იქნება. ჩვენ სამოქმედო გეგმა გვაქვს გათვლილი იმაზე, რომ ის ასლან აბაშიძის კურსს აგრძელებს და ამ ვითარებაში დამარცხდება“, - განაცხდა გიგა ბოკერიამ.
შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს უმრავლესობის ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომლის გამცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მოსალოდნელი იყო კრიტიკა თავიდან დაიწყებოდა და დაიწყებოდა კიდევ უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე იყო.
„კრიტიკა არის ობიექტური. ამას სჭირდება არა მხოლოდ გზავნილების შეცვლა, არამედ ქვეყანაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ, რომ ის, რაც ხდება არ არის დემოკრატიისკენ მიმავალი გზა. ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მიგვითითებენ. ვფიქრობ, რომ ამ გზას უნდა დავუბრუნდეთ. ერთი ადამიანი რომ ჯერ პროკურორის ამპლუაში და შემდეგ უკვე უზენაესი სასამართლოს წევრის ამპლუაში იღებს გადაწყვეტილებას, აჩენს კითხვებს.
ხელისუფლება არის პროცესის წარმმართავი და მან უნდა წარმართოს პროცესი ისე, რომ ყველა მოთამაშე თამაშის გარკვეულ წესებში ჩაჯდეს. გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ეს მოლაპარაკებები ჩაშალა. მქონდა განცდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მიდიოდა ოპოზიცია და თითქოს გამოჩნდა კონტურები იმის, რომ ოპოზიცია დათმობაზე წავიდოდა. დღევანდელ მდგომარეობაზე ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კრიტიკას ვერ ხედავს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
„გარკვეულწილად, გავიმეორებდი აშშ-ის საელჩოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავას დაკავებამ ხელი შეუშალა მოლაპარაკებების გაგრძელებას. რასაკვირველია, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ უნდა ქონდეს. თემები უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და სწორედ არის გამიჯნული ამ განცხადებაში ეს თემები. რასაკვირველია, სხვადასხვაგვარად წაკითხვა ჩვენი მოგონილია, ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე, ყოველთვის აქტუალურია ინტერპრეტაციების თემა. მაგრამ ამ განცხადებაში წერია ის, რაც წერია - სასამართლო სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ, რომ არ უნდა მოხდეს სამართლის აღსრულება, ამაზე არც ამერიკის საელჩო და არც ერთი განვითარებული დემოკრატიის არც ერთი საელჩო და არც რომელიმე სტრუქტურა არ გააკეთებს განცხადებას. 48 მილიონზე მეტს როცა ბიუჯეტიდან მოიპარავ ან აზარალებ ბიუჯეტს ამ თანხით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე მკაცრი, იქაური კანონები ასეთი შემთხვევებისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული რამდენიმე ქალაქის მერი ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენებისთვის იხდის სასჯელს.
„დასავლეთში და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია, იმდენად დიდი, რომ ის გათანაბრებულია ყველაზე მძიმე დანაშაულთან და ასეთი დანაშაულისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. რასაკვირველია, პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ვერ ექნებოდა კომპრომისი ვერანაირად, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“,- განცხადება გია ვოლსკიმ.
აბა ახლა ამ ქალბატონ ბურჯანაძეს რა უნდა ელაპარაკო?! არავითაი სახელმწიფო აზროვნება, არავითარი პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, არავითარი პოლიტიკური იდეალები და პრინციპები! გაკოტრებულია სრულიად! სამარცხვინოა ამის ნაბჟუტურალი....
კიკუ... და 31 კიკუუუუუუუუუუუუუუუუუუუ...
არადა ერთ დროს ლამის თავს ვიკლავდი ბურჯნაძის გულისთვის---რატო ბიძო გვერდით არ იყენებს, ქვეყანას სჭირდება მეთქი
თურმე სად ვბანაობდი................... გაგიგონიააააა???