ინგრედიენტები
ცომი:
საფუარი - 50 გ
თბილი წყალი - 100 გ
ფქვილი - (თვალით)
ზეთი - 1 ჩ/კ
წყალი - 1 ლ
შიგთავსი:
სოკო - 1 კგ
ბრინჯი - 200 გ
ხახვი - 100 გ
ზეთი - 200 გ
მომზადების წესები
ცომი:
საფუარს დავასხათ ნელთბილი წყალი. როდესაც საფუარი გაიხსნება,შევურიოთ ცოტაოდენი
ფქვილი და დავდგათ თბილ ადგილას. ცალკე ჭურჭელზე დავასხათ ზეთი, წყალი წინასწარ დაყენებული საფუარი და მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი. გავაჩეროთ თბილ ადგილას. როდესაც ცომი კარგად ამოვა,ჩავზილოთ.
მომზადების წესი:
მოხარშული სოკო წვრილად დავჭრათ. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. ავურიოთ შიგ მოხარშული ბრინჯი და მარილი.
ცომი გავაბრტყელოთ, ჩავდოთ შიგ სოკოს გულსართი, შემოვუკეცოთ გვერდები, გავაბრტყელოთ, და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.