თურქმა სამხედროებმა სირიის არმიაზე იერიში მიიტანეს და დარტყმები 115 მიზანზე განახორციელეს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო Anadolu წერს.
გავრცელებული ცნობით, განადგურებულია 3 ტანკი და 1 ვერტმფრენი. როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში განმატავენ, იერიშის მიზეზი იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა გახდა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 5 კი დაშავდა.
თებერვლის განმავლობაში იდლიბში დაღუპული თურქი სამხედოების რიცხვმა 12-ს მიაღწია.