„როცა ამდენი ხანი იძახი, საცაა, ეს ხელისუფლება დაემხობაო და შედეგი არ ჩანს, ცხადია, მომხრეები პასუხს მოგთხოვენ“

„როცა ამდენი ხანი იძახი, საცაა, ეს ხელისუფლება დაემხობაო და შედეგი არ ჩანს, ცხადია, მომხრეები პასუხს მოგთხოვენ“

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართულ ოცნებას“ 60%-ის და მეტი ხმების აღება უწინასწარმეტყველა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მას მათემატიკის ნიჭი დაუწუნა და „უნიჭო მათემატიკოსად“ გამოაცხადა, ნაწილმა კი „ტოჩნი ირაკლას“ იარლიყი მიაწება.

ირაკლი კობახიძის დაიმედება სოციოლოგიურ კვლევებს ეფუძნება. კობახიძე აცხადებს, რომ 2016 წელსაც ასე იყო, მმართველი გუნდი მაშინაც ამტკიცებდა, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას მათ მისცემდა. მართლაც, წიწილების დათვლისას, მაშინდელი პროგნოზი გამართლდა. ახლაც იგივე მოხდება და ყოველი მეორე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, რადგან, „თუ გააგრძელებს 60 ნაცი სტვენას, 60% კი არა, შეიძლება, ცოტა მეტიც ავიღოთ“.

თანაპარტიელის პათოსს კახა კალაძეც უბამს მხარს და აცხადებს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, „ქართული ოცნებაა“. კალაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის უცნობია, საიდან მოდის ეს 60%. ის არ მალავს, რომ ვერ ენდობა ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, რომელიც თურმე ვიღაცამ კონფიდენციალურად მოიპოვა შიდა კვლევის საფუძველზე და გაასაჯაროვა.

„ეს სპეკულაციები ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს, რადგან არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი და მოსახლეობის განწყობა შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს გამომდინარე იქიდან, როგორ იქცევა მმართველი პარტია, რას აკეთებს ხალხისთვის, ქვეყნისთვის, როგორია მისი დამოკიდებულება ელექტორატის მიმართ, რამდენად ისმენს ხალხის წუხილს და, მეორე მხრივ, რას აკეთებს ოპოზიცია. მინიმუმ, ორი-სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები უნდა შევადაროთ ერთმანეთს, რომ იქიდან გამოვიყვანოთ მიახლოებითი სურათი, კონკრეტულად რომელ პარტიას რა შანსი შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე და არა ისე, როგორც ჩვენთან ზოგიერთი მიეჩვია და მარტო „ენდიაი“-ს კვლევებზე დაყრდნობით აკეთებს შორს მიმავალ დასკვნებს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბარში.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, თუ ასე გაგრძელდა, არაფერი არ გააკეთა ოპოზიციამ საარჩევნო მობილიზებისთვის, თავისი მომხრეები საარჩევნოდ არ გააერთიანა და მხოლოდ საპროტესტო ტალღის აგორებაზე გააგრძელა „ჩალიჩი“, რასაკვირველია, 60%-ს აიღებს მმართველი გუნდი და შეიძლება, უფრო მეტიც აიღოს.

„ოპოზიცია საპროტესტო ტალღის აგორებას ვერ ახერხებს, ვერ ახერხებს შეტევას ხელისუფლებაზე, რათა დაასუსტოს იგი. საპროტესტო მობილიზება და რევოლუციური მობილიზება კი თითქოს თავისთავად მერე საარჩევნო მობილიზებასაც განაპირობებს, მაგრამ არ გამოსდის ოპოზიციას ეს სცენარი. ოპოზიცია საკუთარ სტაბილურ მომხრეებსაც აბნევს, რადგან, როცა ამდენი ხანი იძახი, საცაა ეს ხელისუფლება დაემხობა და, ამ დანაქადების მიუხედავად, შედეგი არ ჩანს, ცხადია, მომხრეები პასუხს მოგთხოვენ. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის აბსოლუტურად უნიჭო და ვულგარულ პერფორმანსებს, სატელევიზიო სერიალების სახით რომ გადის საპროტესტო ციებ-ცხელების დროს, ეს ყველაფერი უკვე მარაზმში გადადის“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში და განმარტავს, კონკრეტულად საიდან მოიტანა მმართველმა გუნდმა არჩევნებში გამარჯვების მისეული 60%.

დავით ზარდიაშვილის თქმით, ამომრჩეველმა ვის უნდა მისცეს ხმა? ცხადია, ან „ნაცებს“, ან „ქოცებს“. სახლში თუ დაჯდება, არჩევნების შედეგები დაითვლება იმის მიხედვით, ვინ მივა არჩევნებზე. თანაც, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ კიდევ არ დაწყებულა საარჩევნო კამპანია.

„60% აიღო ქალბატონმა სალომემ მეორე ტურში, ასეთი ვითარება იქნება 2020-ის არჩევნებშიც. მესამე ძალა არ ჩანს, ხოლო ნაცურად დარაზმული ოპოზიცია კონტრპროდუქტიულად იქცევა საკუთარი ინტერესების მიმართ. პირველად დამხობის შესახებ განაცხადი 20 ივნისს გააკეთეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, არ დაამხობინა თავი გახარიამ; შემდეგ გერმანული მოდელი აიჩემეს, მერე კონგრესმენები ჩართეს საქმეში, არც ეს გამოუვიდათ. ეს ხომ მათი ამომრჩევლების განწყობაზე აისახება? მათი ამომრჩეველი ხომ იტყვის, თქვენ არასერიოზული ხალხი ხართ. „ენდიაი“-ს კვლევებითაც რომ ვნახოთ, აქტიურ ამომრჩეველში 20%-მდე აქვს „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი და 10%-მდე აქვს „ნაცმოძრაობას“, ანუ ორჯერ მეტი აქტიური ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე „ნაცმოძრაობას“.

ანალიტიკოსის განმარტებით, ირაკლი კობახიძე ამ განცხადებას ცარიელ ადგილზე არ აკეთებს. რა თქმა უნდა, არის არააქტიური ამომრჩეველიც, რომლის უდიდესი ნაწილიც ნეგატიურადაა განწყობილი საერთოდ პოლიტიკური რეალობის მიმართ. ამ ხალხს საკუთარი პოზიცია ჯერ არ აქვს გამომუშავებული, მაგრამ, როგორც წესი, საქმე საქმეზე რომ მიდგება და საარჩევნო ყუთთან რომ მივლენ, დაახლოებით იმავე არჩევანს აკეთებენ, რასაც აქტიური ამომრჩევლები. მით უმეტეს, „მიშა მოდის“ ფონზე.

 

Serapina ივანიშვილმა, რომ სახელმწიფოს არც აშენება იცოდა და არც, მისი მუშაობის ნიუანსებში ერკევეოდა,ეს თავიდანვე ცხადი იყო.
...და ეს, რომც შეძლებოდა, ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, რა ბრძანებაც ზემოდან მოვიდოდა...
რაც, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მან ბოლო 30 წლის პოლიტიკური ნაგავი ერთად მოაქუჩა/შეაგროვა ლეიბორისტული პარტიის ოფისში... კაი საქმეა! მაგ ნაგვის გადამყრელი და უკეთესად გამკეთებელი რომ აპოვნინა,კიდევ უკეთესი მაგრამ...
მთავარი, ამათი ასე გამოაშკარავება იყო!
4 წლის უკან
არაგველი641 Serapina - ნამდვილად შეეფერება თქვენი ტერმინი დღევანდელ ოპოზიციას, ვინც ერდად სხედან: "პოლიტიკური ნაგავი"
4 წლის უკან
Maverick გამარჯობა Serapina!
სად დაგვეკარგე? კარგია, რომ შემოუერთდი საფიხვნოს!
4 წლის უკან
Maverick არა მარტო პოლიტიკური ნაგავია, არამედ ცვედანი პარტიული ბნელიტაცაა!...
4 წლის უკან