ინგრედიენტები
შაქარი - 1.5 ჭიქა
ფორთოხალი - 1
წყალი - 400მლ
წითელი ღვინო - 1 ბოთლი
მსხალი - 6
დარიჩინი - 1 ჯოხი
მიხაკი - 5-6 ბუტკო
მომზადების წესები
ფორთოხალი ოთხად გაჭერით, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ღვინო, 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ შაქარი და სანელებლები. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.
მსხლები გათალეთ. შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ და გული ამოაცალოთ ან მთლიანი დატოვოთ. ჩაუშვით სიროპში და ხარშეთ 15-20 წუთი.
შემდეგ გააგრილეთ, გადაიტანეთ თეფშზე, გააფორმეთ და მიიტანეთ სუფრასთან. გასაფორმებლად გამოიყენეთ შოკოლადი, ნუშის ფირფიტები, ნაღებისა და მასკარპონეს კრემი ან რაც გსურთ.