ფუნთუშები, რომლებიც ელვის სისწრაფით მზადდება და ასევე სწრაფად იჭმება!

ფუნთუშები, რომლებიც ელვის სისწრაფით მზადდება და ასევე სწრაფად იჭმება!

ინგრედიენტები

კვერცხი 2 ცალი

შაქარი - 4 ს/კ

არაჟანი - 3 ს/კ

არაყი - 1 ს/კ

მწიკვი მარილი

ვანილი

სოდა 1/2 სკ

მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატთ შაქარი, მარილი, ვანილი და სოდა ძმრით. კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ არაჟანი და არაყი.

ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკროდეთ.

გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფირფიტა, ამოჭერით ორცხობილის ფორმებით და შეწვით ბევრ ზეთში.

ფუნთუშები ძალიან სწრაფად იწვება.

შემდეგ გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი და მოაყარეთ შაქრის პუდრა.