ავსტრალიაში წვიმამ 74 დღის წინ გაჩენილი ტყის ხანძარი ჩააქრო

ავსტრალიაში წვიმამ 74 დღის წინ გაჩენილი ტყის ხანძარი ჩააქრო

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ ტყის ხანძარი ჩააქრო და წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

წვიმამ ჩააქრო ხანძარი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის შტატში 74 დღის წინ გაჩნდა და უკვე ქალაქ სიდნეის მიუახლოვდა. ამ დროის განმავლობაში ხანძრის შედეგად 500 ათასი ჰექტარი დაიწვა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე უხვი ნალექი მოვიდა. წყალდიდობის გამო შტატის ხელისუფლებამ 6 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას სულ ცოტა 33 ადამიანი ემსხვერპლა.