საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა მალიში 30-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. მასში ჩართული იყო ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები.
განადგურებულია ისლამისტების კუთვნილი რამდენიმე ავტომობილიც.