აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცედურის ჩაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა საგანგებო ბრიფინგი თეთრ სახლში მოაწყო. გამოსვლას ადმინისტრაციის წევრები, მხარდამჭერები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
„ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, უსამართლოთ. არაფერი დაგვიშავებია. ეს ბოროტება და კორუფცია იყო“, - განაცხადა ტრამპმა.
მან დემოკრატიული პარტიის წევრები ნენსი პელოსი და ადამ შიფი გააკრიტიკა. „ჩემი აზრით, ისე იქცევიან, თითქოს ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ“, - თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა თავის ოჯახს რთულ პერიოდში თანმდგომისთვის მადლობა გადაუხადა.
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.