აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 48 იყო, რაც შეეხება კონგრესისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებას, ტრამპის სასარგებლოდ ხმა 53-მა კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი - 47 იყო.
15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა. მანამდე კი დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესს იმპიჩმენტის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.