თურქეთში, სტამბოლის აეროპორტში ავარიული დაშვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მანამდე ინფორმაცია მხოლოდ ერთი მსხვერპლის შესახებ გავრცელდა. ინციდენტისას თვითმფრინავის ბორტზე 183 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 2 ბავშვი. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 179 ადამიანი.
ინციდენტი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში 5 თებერვალს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მომხდარს თურქეთის გენერალური პროკურატურა იძიებს.