გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საკანონმდებლო შეტევა იწყება

გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე საკანონმდებლო შეტევა იწყება

ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის დაცვა გენმოდიფიცირებული პროდუქციის შევიწროებით დაიწყო. საპარლამენტო კომიტეტებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირების შესახებ ინიციატივის განხილვა უკვე მიმდინარეობს. პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკომიტეტო განხილვების შემდეგ ინიციატივა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცემა. ხელისუფლება გენმოდიფიცირებული თესლის იმპორტის აკრძალვასაც გეგმავს.

გია გაჩეჩილაძის  თქმით, კანონპროექტის  მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და ბიზნესის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მთავრობის პრიორიტეტს  ბავშვების უსაფრთხოება წარმოადგენს.

თუკი ინიციატივა დამტკიცდა და ამ საკითხთან მიმართებაში ახალი ხელისუფლების ერთსულოვნების გათვალისწინებით, ეს ძალიან რეალურია, ასეთ შემთხვევაში  მეწარმეები ვალდებულები იქნებიან გენმოდიფიცირებული პროდუქციას მარკირება გაუკეთონ.

საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტის აკრძალვის თაობაზე პირველი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა გამოვიდა. ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით ამაზე გაამახვილა ყურადღება.

გმო პროდუქციასთან დამოკიდებულება მსგავსი აქვთ მთავრობის სხვა წევრებსაც. სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს, რადგან არ სჭირდება. “საქართველოს ენდემური ჯიშის უამრავი სახეობა აქვს”, - აცხადებს კირვალიძე. იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გმო პროდუქციის აკრძალვა ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ საქართველო ნატურალური და გენმოდიფიცირებული ნაწარმის ღირებულებას შორის სხვაობა უმნიშვნელოა.

მსოფლიოში რამდენიმე წელია დაწყებულია ომი გმო პროდუქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი არის შესაძლებლობა, მსოფლიოში მოსავლიანობა გაიზარდოს და შიმშილი დაიძლიოს. მათივე აზრით, გენმოდიფიცირებული ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია, პროდუქციაში ვიტამინების რაოდენობის გაზრდაც. მოწინააღმდეგეები კი, რომლების უმრავლესობაში არიან სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი თვლიან, რომ გენებით მანიპულაცია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხის მატარებელია.

გენმოდიციფირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საფრთხეების დიაპაზონი რბ ძალიან ფართოა: ალერგიით და იმუნიტეტის დაქვეითებით დაწყებული რეპროდუქციული ფუნქციის მოშლით დამთავრებული. ორი წლის წინათ რუსეთის ეკოლოგიისა და ევოლუციის ინსტიტუტში ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის შედეგებიც საგანგაშო აღმოჩნდა: იმ ზაზუნების მესამე თაობა, რომლებსაც გენმოდიფიცირებული პროდუქტებით კვებავდნენ, არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა – ისინი ნელა ვითარდებოდნენ, მათმა ნაწილმა კი გამრავლების უნარი დაკარგა. კიდევ უფრო საგანგაშო აღმოჩნდა ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლებსაც გენმოდიფიცირებული სიმინდით კვებავდნენ. 2 წლის შემდგომ ყველა ცხოველი სიმსივნური წარმონაქმნებით დაავადნენ.

გმო ნაწარმთან მიმართებაში სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ სოიოზე, რომელიც საქონლის საკვების ძირითადი კომპონენტია. მარცვლეულის საერთაშორისო კავშირის მონაცემებით, რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა, საფრანგეთი, შვედეთი და სხვა ქვეყნები ცხოველების გამოსაკვებად აქტიურად იყენებენ გმო  მცენარეებს.

ევროკავშირი ყოველწლიურად 40 მილიონი ტონა სოიოს იმპორტს ახდენს. თუმცა არის ქვეყნები, სადაც გმო–ს გამოყენება აკრძალულია. ყველაზე მკაცრ ზომებს ფინეთი, ავსტრალია, ვენესუელა, საბერძნეთი, შვეიცარია და პოლონეთი მიმართავენ.