ფრანგული დესერტი - მსხალი შოკოლადში ნაყინით

ფრანგული დესერტი - მსხალი შოკოლადში ნაყინით

ინგრედიენტები

წყალი - 125 მლ

შაქარი - 1 ს/კ

დარიჩინი - 1 ჩხირი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

მსხალი - 2 ცალი მოზრდილი

შავი შოკოლადი - 100 გ

ნაღები 35 %-38% - 200 მლ

კონიაკი - 1 ს/კ

ვანილის ნაყინი

მომზადების წესები

აადუღეთ 125 მლ წყალი შაქრით, რადითინით, ლიმონის წვენით და ცედრით.

მსხალი გაფცქვენით, გაჭერით შუაზე და ამოაჭერით გულები.

მსხლის ნაჭრები მოათავსეთ სიროფში, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 2 საათი სიროფში.

შოკოლადი დაამტვრიეთ და გაადნეთ ნაღებთან ერთად წყლის აბაზანაზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით წყლის აბაზანიდან და წვეთ-წვეთობით დაუმატეტ კონიაკი.. თან ურიეთ.

4 ცალ  ფიალაში გაანაწილეთ მსხლის ნაჭრები. დაუდეთ ნაყინის მოზრდილი ბურთულა. მოასხით  შოკოლადის თბილი სოუსი.