ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის აფეთქებას პანდემიად ჯერჯერობით არ მიიჩნევს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის აფეთქებას პანდემიად ჯერჯერობით არ მიიჩნევს

კორონავირუსის აფეთქება, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, ჯერჯერობით პანდემიად არ მიიჩნევს. ამის შესხებ BBC ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.

„ამ ეტაპზე პანდემიასთან საქმე არ გვაქვს. ეს ეპიდემური სიტუაცია, მრავალი კერით. ახლა დაავადებების შემთხვევები ჩინეთის გარდა 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული“, - განაცხადა ორგანიზაციის ეპიდემური და პანდემიური ავადმყოფობების დეპარტამენტის დირექტორმა სილვი ბრიანმა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.