ამერიკელი დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში პიტ ბუტიჯიჯი ლიდერობს

ამერიკელი დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში პიტ ბუტიჯიჯი ლიდერობს

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ აოვაში გამართული კოკუსების (აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში კანდიდატების წარსადგენი კრებების) წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

CNN-ის ცნობით, დელეგატების ხმების 62% -ის დათვლის შემდეგ, პიტ ბუტიჯიჯი 26,9%-ით ლიდერობს, ბერნი სანდერსმა 25,1% მოიპოვა, ელიზაბეთ უორენმა დელეგატების ხმების 18,3% მიიღო, ჯო ბაიდენმა კი- 15,6%.

4 თებერვალს დემოკრატებმა აიოვაში წინასწარი არჩევნების შედეგი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ დათვალეს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.