ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ჩინეთიდან ევაკუირებულ ქალს ვირუსი აეროპორტში შემოწმებისას დაუდგინეს. ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებლი იზოლირებულია და ის თავს კარგად გრძნობს.

კორნავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ დროისთვის მსოფლიოს 23 ქვეყანაშია გამოვლენილი. თუმცა ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პანდემიის გამოცხადება ჯერჯერობით ნაადრევია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა თითქმის 500-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.