ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვმა 492-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 24 505-მდე გაიზარდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.