ხორციანი ბლინები კვერცხით - მარტივი ინგრედიენტებით მოსამზადებელი ნოყიერი საუზმე

ხორციანი ბლინები კვერცხით - მარტივი ინგრედიენტებით მოსამზადებელი ნოყიერი საუზმე

ინგრედიენტები

მზა ბლინი - 4 ც

კვერცხის გული - 4 ც

საქონლის ხორცის ფარში - 300 გ

ტომატპასტა - 100 გ

ყველი - 60 გ

ხახვი - 40 გ

ნიორი - 10 გ

ქინძი - 10 გ

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

პილპილი – 0,5 ჩაის კოვზი

მცენარეული ზეთი - 20 მლ

მომზადების წესები

ხახვი დაჭერით კუბებად, ნიორი - წვრილად და მოთუშეთ. დაამატეთ ფარში და კარგად ამოურიეთ. თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

სანამ ხორცი ითუშება, დაამატეთ ტომატპასტა, მარილი და პილპილი. გააგრძელეთ თუშვა, სანამ ხორცი კარგად არ შეიწვება (დაახლოებით, 10 წუთი).

მზა ბლინში მოათავსეთ 1 სკ ხორცი და ყველი (იდეალური იქნება მოცარელას ჩხირებით). გადაახვიეთ სტანდარტულად.

აიღეთ ცეცხლგამძლე ფორმა (ზომით 12 X 7 სმ) და მოათავსეთ ოთხივე ბლინი. ბლინები გაჭერით შუაში და მოათავსეთ კვერცხის გულები. ბოლოს მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით.