ინგრედიენტები
ღორის ხორცი - 300 გ
ქათმის ხორცი - 600 გ
შებოლილი ძეხვი
სალა - 50 გ
კომბოსტოს მწნილი - 500 გ
კარტოფილი - 2 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
პაპრიკა - 1 ჩ/კ
კვლიავი და მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ხორცი და ძეხვი დაჭერით ერთი ზომის ნაჭრებად.
ღორის და ქათმის ხორცი დაბრაწეთ, ბოლოს კი დაუმატეთ ძეხვი.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 2 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ პაპრიკა, კარგად აურიეთ და ცხელი წყალი ისე, რომ მასა კარგად დაიფაროს.
თავზე დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 1,5 საათი.
კარტოფილი დაჭერით , ხორცი ამოიღეთ ბულიონიდან და ჩაყარეთ კარტოფილი. გააჩერეთ 5 წუთი.
დაუამტეთ მარილი, კვლიავი, კომბოსტო და გააჩერეთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.
დააბრუნეთ ხორცი წვნიანში და აადუღეთ.