იდლიბში სირიის არმიის იერიშებს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ

იდლიბში სირიის არმიის იერიშებს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ

სირიაში, იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელები იერიშების შედეგად, ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 9 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თურქეთის ცნობით, საპასუხო ცეცხლს 35 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. იდლიბში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ არსებულ ბოლო დასახლებულ პუნქტში, სირიის სამთავრობო ძალებისა და მისი მხარდამჭერი რუსი სამხედროების იერიშების გამო ათასობით ადამიანმა დატოვა სახლი. დევნილთა ნაწილმა თურქეთის საზღვრებისკენ გადაინაცვლა, რომელიც მხარს ოპოზიციის ძალებს უჭერს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქმა ჯარისკაცებმა რეჟიმის მხარდამჭერი 46 სამხედრო ამოიღეს მიზანში და შეუტიეს. მისი თქმით, ჯამში 30-35 სირიელი განეიტრალდა.

სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს განცხადებით კი თურქეთის იერიშებს სირიის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთი და თურქეთი იდლიბში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ 2018 წლის შეთანხმდნენ. მორიგი შეთანხმება კი მხარეებმა სოჭში, 2019 წელს გააფორმეს, როცა თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განახორციელა, თუმცა იდლიბში იერიშები ორივე მხრიდან გრძელდება.