ევროკავშირი ახალი წევრების მიღების წესის შეცვლას გეგმავს

ევროკავშირი ახალი წევრების მიღების წესის შეცვლას გეგმავს

ევროკომისია საფრანგეთის ვეტოს დაძლევის მიზნით ქვეყნების გაწევრიანების წესებში ცვლილების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომისია ცვლილებების პროექტს ოთხშაბათს წარადგენს, ბლოკის არსებულ წევრებს ახალი სახელმწიფოების მიღების მხრივ მეტ უფლებამოსილებას მისცემენ. კერძოდ, მათ გაწევრიანების პროცესის შეჩერება ან თავიდან დაწყება შეეძლებათ. პარიზში აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობას ცვლილებების პროექტი არ უნახავთ.

კომისია ცვლილებებზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბლოკში სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგრო, ალბანეთის, ბოსნიის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას არ დაუჭირა მხარი და ვეტო დაადო. მაშინ მან განმარტა, რომ ახალი წევრების მიღების არსებულ წესებს რეფორმა სჭირდება. შემდეგი სამიტი ამ საკითხზე მაისში, ზაგრებში გაიმართება. კომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ მაკრონი ვეტოს გააუქმებს.