გრეტა ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე მეორედ წარადგინეს

გრეტა ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე მეორედ წარადგინეს

ორმა შვედმა დეპუტატმა ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

შვედეთის მემარცხენე პარტიის წევრების, იენს ჰოლმის და ჰაკან სვენელინგის​ განცხადებით, ტუნბერგმა ბევრი იშრომა, რათა მსოფლიოს კლიმატის ცვლილებისთვის უფრო მეტი ყურადღება დაეთმო.

2019 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ტუნბერგი სამმა ნორვეგიელმა დეპუტატმა წარადგინა. ახალგაზრდა ეკოაქტივისტმა „ნობელის ალტერნატიული პრემია“ მიიღო და ჟურნალ Time-ის ვერსიით წლის ადამიანი გახდა.

ტუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ აქცია-გაფიცვის წყალობით მოიპოვა. ის აცხადებდა, რომ პარასკეობით სკოლაში არ ივლიდა, სანამ ხელისუფლება კლიმატის შეთანხმების დაცვას არ დაიწყებდა.