ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ისლამისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მებრძოლმა თავდასხმა ISIS-ის მოწოდების გამო განახორციელა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლონდონში პოლიციის მიერ მოკლული თავდამსხმელი ტერორიზმისთვის იხდიდა სასჯელს.
2 თებერვალს დანით შეიარაღებულმა კაცმა ლონდონში სამი ადამიანი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა, ინციდენტს კი „ტერორიზმთან დაკავშირებული“ უწოდა.