ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ამის შესახებ BBC წერს.

ბოლო მონაცემებით, საშიშმა დაავადებამ ქვეყანაში 425 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება. მათგან 2788 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 632 პაციენტი კი განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3235 ახალი შემთხვევა. 17 1300 ადამიანი კი, ვინც ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდა, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჰონგ-კონგში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 39 წლის პაციენტია, რომელიც მკურნალობას პრინცესა მარგარეტის საავადმყოფოში გადიოდა. 21 იანვარს ის ქალაქ უჰანში იმყოფებოდა, 31 იანვარს კი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.