ნატო „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე მსხვილ სამხედრო წვრთნებს გამართავს

ნატო „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე მსხვილ სამხედრო წვრთნებს გამართავს

უახლოეს თვეებში ევროპაში ნატოს ეგიდით „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე მსხვილი სამხედრო წვრთნები Dეფენდერ Eუროპე 2020 გაიმართება. გამოცემა Euractiv-ის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ ევროპაში 20 ათას სამხედროს გაგზავნის.

საერთო ჯამში, წვრთნებში ნატოს 18 წევრი და პარტნიორი ქვეყნის 37 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მოსამზადებელი სამუშაოები თებერვალში დაიწყება, წვრთნების ძირითადი ნაწილი კი მაისსა და ივნისში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში გაიმართება.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, წვრთნები რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ არაა მიმართული.

„ამ თავდაცვითი წვრთნების მიზანია, გამოვცადოთ აშშ-დან ევროპაში დიდი რაოდენობით სამხედროების ჩასვლის შესაძლებლობა, თუ ნატოს წევრი ქვეყნების დაცვა გახდება საჭირო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.