ბელგიის ქალაქ გენტში დანით შეიარაღებული ქალმა ორი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ euronews-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა თავდამსხმელი ხელში დაჭრეს და დააკავეს, დაშავებულები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა კავშირი გენტსა და ლონდონში მომხდარ თავდასხმებს შორის.
ლონდონში ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. დანით შეიარაღებული კაცი მაღაზიაში შევიდა, სადაც ორი ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი ქუჩაში გავიდა და ჭრილობა კიდევ ერთ ქალს მიაყენა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლებს. პოლიცია მომხდარს „ტერორიზმთან დაკავშირებულ“ ინციდენტის კლასიფიკაციას აძლევს.