ბრიტანეთში სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტი აღკვეთეს- სამხრეთ ლონდონში 3 თებერვალს „პიკის საათის“ პერიოდში მამაკაცმა დანით დაჭრა ორი მოქალაქე, რა დროსაც პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი შესაძლოა, ისლამურ სახელმწიფოსთან ყოფილიყო კავშირში.
პოლიციის განცხადებით, მოკლული ადამიანის სხეულზე ნაპოვნია საეჭვო მოწყობილობა, რომელიც შესაძლოა, ასაფეთქებელი მასალის კომპლექტაციაში ყოფილიყო.
თავდასხმის შედეგად, ერთ მამაკაცს სიცოცხლისთვის მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ხოლო მეორე ქალს კი შედარებით ნაკლებად მძიმე ჭრილობა მიაყენა ტერორისტმა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცი შეიარღებული იყო მაჩეტეთი და მკერდზე ვერცხლისფერი მცირე ყუმბარების მსგავსი მოწყობილობები ჰქონდა შემორტყმული.