კორონავირუსთან ბრძოლაში იმედისმომცემი გარღვევა დაფიქსირდა - 2 თებერვალს ამ დაავადებისაგან სრულად განკურნებულთა რაოდენობამ პირველად გადაუსწრო გარდაცვლილთა რაოდენობას. ამ სტატიის მომზადების მომენტისათვის, ოფიციალური მონცემებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი იყო 305 ადამიანი და სრულად განიკურნა - 328. სპეციალისტების ვარაუდით, ეს ტენდენცია ამის შემდეგაც შენარჩუნდება და გაძლიერება.
ამგვარ სტატისტიკას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. სრულად განკურნებულად ითვლება ის ადამიანი, რომელიც კოროვირუსის აღმოჩენის შემდეგ ექიმების მეთვალყურეობით მკურნალობის დაახლოებით 2-კვირიან კურსს გაივლის. შემდეგ, პროფილაქტიკისათვის, მას კიდევ 3 დღეს აკვირდებიან და თუ ამ პერიოდში ტესტებმა ზედიზედ ორჯერ დაადასტურა, რომ მისი ორგანიზმი თავისუფალია კორონავირუსისაგან, პაციენტი მხოლოდ მაში გამოცხადდება სრულად განკურნებულად.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა აღრიცხვა და დეტალური სტატისტიკის წარმოება კი დაახლოებით 2 კვირის წინ - 20 იანვარს დაიწყო.
ამის პარალელურად კორონავირუსის მასშტაბები, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაშია დაფიქსირებული, უფრო და უფრო იზრდება. ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. მათი მონაცემებით ამჟამად დაავადდა 11 953 ადამიანი, რომელთაგან 11 821 ჩინეთშია. განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია და გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებზე საუბრობს.
1-ლი თებერვლის მონაცემებით 305 ადამიანი შეეწირა კორონავირუსს, 2 100 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. გარდაცვლილთა შორის 2 თებერვალს, პირველი მსხვერპლი იყო ჩინეთის ფარგლებს გარეთ - ინფორმაციას უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი კაცი, რომელიც ფილიპინებში უხანიდან იყო ჩასული, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა. ის ფილიპინებში ჩასვლამდე იყო ვირუსით დაავადებული.
ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი, 1 თებერვლის მდგომარეობით, 328-ს შეადგენს.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზითაა გადამდები. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ლონდონის იმპერიალ-კოლეჯის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი რობინ შატოკი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები და ის პირები არიან, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებთ, თუმცაა არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსით ბავშვი ან მოზარდი დაინფიცირდეს. მისივე რეკომენდაციით, ვირუსის თავიდან ასარიდებლად ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვაც საკმარისია - სისტემატიურად ხელების დაბანა და პირბადის გამოყენება.
ცნობილია, რომ ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს შეადგენს, რა დროსაც პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშაა, რადგან ვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმშია, შეიძლება, არ გამოვლინდეს. ექიმების რეკომენდაციით 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კიდევ სამი დღის განმავლობაში აკვირდებიან ადამიანს, სანამ საბოლოოდ გამოაცხადებენ ჯანმრთელად.
მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად 11 იანვარს დაფიქსირდა, სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა 20 იანვრიდან დაიწყო. შესაბამისად, სავარაუდოდ 6 თებერვლის შემდეგ (საინკუბაციო პერიოდს დამატებული 3 დღე დაკვირვებისთვის - რედ.) გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.
კორონავირუსი დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაივანში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კანადაში, იტალიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, შვედეთში, ვიეტნამში, კამბოჯაში, ფინეთში, ინდოეთში, ნეპალში, ფილიპინების რესპუბლიკასა და შრილ-ლანკაში.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისის ცნობით დაინფიცირებულთა საერთო როდენობა 14 562-ია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო ჩინეთში კი მათი რაოდენობა 14 380-ს შეადგენს.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთთან საზღვრები უკვე ჩაკეტა, მათ შორის არიან ავსტრალია, იტალია, რუსეთი, იაპონია და პაკისტანიც - 5 ქვეყნის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მოიწონა და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეს გადაწყვეტილება მეტად ზრდის, რადგან ინფორმაციასა და მედიკამენტებს რთულად მისაღებს ხდის.