აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სენატში მოწმეთა გამოკითხვას 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 51 იყო. ამის შემდეგ სენატმა იმპიჩმენტის საკითხზე საბოლოო თარიღი დაასახელა. სენატორები საკითხს კენჭს 5 თებერვალს უყრიან.
15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა, 21 იანვარს კი სენატმა საკითხის განხილვა დაიწყო. მანამდე კი დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესს იმპიჩმენტის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.