ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსის 2,102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11,791-ს მიაღწია.
ეპიდემიის გამო, დღემდე ჩინეთის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.