ინგრედიენტები
ქათმის მკერდი - 1 ცალი
ქამა სოკო - 2-3 ცალი
პომიდორი - 2 ცალი
ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 1 კბილი
მარილი და წიწაკა
ზეთი
ოხრახუში
მომზადების წესები
სოკო და 1 ცალი პამიდორი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ქათმის მკერდი სიგრძეზე ორად გავჭრათ, შემდეგ თითოეული 5-6 ადგილას ღრმად გავსეროთ, შიგ ჩავაწყოთ სოკოსა და პამიდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
1 ცალ პამიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ, დავუმატოთ დაჭრილი წიწაკა, ხახვი, ნიორი და ზეთში მოვშუშოთ, შემდეგ შევანელოთ მარილით და ბლენდერით ავთქვიფოთ.
ქათმის ნაჭრები ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში, ზედ დავასხათ სოუსი და დაახლოებით 30 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზა კერძს მოვაყაროთო ოხრახუში.