შკარა - მადისაღმძვრელი კერძი მოივას მოყვარულთათვის

შკარა - მადისაღმძვრელი კერძი მოივას მოყვარულთათვის

ინგრედიენტები

მოივა - 500 გ

ხახვი - 2 ცალი

შავი ჩაი - 1 ცალი

ლიმონის წვენი - 1 ს/კ

შავი პილპილის მარცვლები - 1 ჩ/კ

შაქარი - 1 ჩ/კ

მარილი - 1 ჩ/კ

ზეთი - 100 მლ

დაფნა - გემოვნებით

მომზადების წესები

პირველ რიგში, გაასუფთავეთ თევზი. გირჩევთ, თავი არ მოაშოროთ, თუმცა თუ დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ მოაჭრათ.

დაჭერით ხახვი მრგვალად.

მოათავსეთ თევზი ტაფაზე, შემდეგ ხახვი, შემდეგ ისევ თევზი, დაფნა და გაგანგრძეთ ამ თანმიმდევრობით. ზოგიერთ რეცეპტში ხახვთან ერთად უმატებელ ბულგარულსა და პომიდორს. ამის შემდეგ თევზს ზემოდან მოასხით ზეთი.

აიღეთ თასი სადაც აურევთ მარილს, შაქარსა და პილპილს. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ცხელი ჩაი და ურიეთ, სანამ მარილი და შაქარი არ დადნება. შემდეგ კი ეს მასა დაუმატეთ თევზს.

ტაფას დააფარეთ თავსახური, შემოდგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი 10-15 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.