დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს ოფიციალურად დატოვებს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს ოფიციალურად დატოვებს

გაერთიანებული სამეფო, 47 – წლიანი წევრობის შემდეგ, ევროკავშირს დღეს ოფიციალურად დატოვებს. გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკს დატოვებს.

დღეიდან, 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება. ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს მოუწევთ ასევე შეთანხმდნენ სამართალდამცავი ორგანოების მომავალ თანამშრომლობაზე, მონაცემთა გაზიარებასა და უსაფრთხოებაზე, საავიაციო სტანდარტებზე, სათევზაოდ განკუთვნილ წყლებზე დაშვებაზე და მედიკამენტების რეგულირებაზე.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.