იტალიაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი დადასტურდა. ამის შესახებ გამოცემა ANSA ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

”პირველი ორი დადასტურებული შემთხვევა არის ორი ჩინელი ტურისტის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ამ დროინდელი მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 10 000-მდე გაიზარდა.