იტალიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, რომელშიც 6 000 ადამიანი იყო კორონავირუსი არ აღმოჩნდა. გემი 30 იანვარს ერთ-ერთი მგზავრის სავარაუდო ვირუსის გამო იტალიაში გააჩერეს.
CNN-წერს, რომ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემზე კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ პაციენტებს კორონავირუსის ნაცვლად H1N2 ვირუსი აქვთ. ჯერ უცნობია, როდის დატოვებს გემი საკარანტინო ზონას.
ეჭვი ერთ-ერთ მგზავრის მაღალმა სიცხემ გამოიწვია. ექიმებმა შეამოწმეს ის და მისი ქმარიც. მიუხედვად იმისა, რომ ქმარს ვირუსის სიმპტომები არ აღმოჩნდა, ორივე მათგანი დანარჩენი მგზავრებისგან იზოლირებულია. წყვილი ჰონგ-კონგიდან იყო.