ცალკეული კონგრესმენები უფრო და უფრო შორს მიდიან და უცენზურო სიტყვებსაც არ იშურებენ ბიძინა ივანიშვილის მისამართით. წარმომადგენელთა პალატის წევრმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერს პუტინის მარიონეტი უწოდა და სხვა კონგრესმენებსაც მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას.
„მე მაქვს კითხვა, რა საერთო აქვთ „სეზამის ქუჩის“ პერსონაჟ Oscar The Grouch-ს (უხასიათო ოსკარი) და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც სახლს ანაგვიანებს“.
რაც შეეხება Oscar The Grouch-ს, ეს არის ამერიკული სატელევიზიო შოუს, „სეზამის ქუჩის“ პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ნაგვის ურნაში ცხოვრობს და ნაგვის შეგროვებითაა დაკავებული.
რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის განაწყენების მიზეზი ცნობილია. ის არ მალავს, რომ ნავთობკომპანია „ფრონტერას“ ინტერესები აღელვებს, რომელიც საქართველოში ნავთობს 90-იანი წლებიდან მოიპოვებს და, რომელსაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა, რადგან ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენები არ იზიარებენ ოლსონის პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია „ფრონტერასთან“ და, რომელთან დავაც საერთაშორისო არბიტრაჟშია.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას და პიტ ოლსონის ტონი კატეგორიულად მიუღებელია.
რას ნიშნავს ამერიკელი კონგრესმენის უცენზურო ტონი?!
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამერიკაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციურად დაცულია და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ამერიკაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანს შეურაცხყოფაც კი მიაყენოს რაღაც დონეზე.
„სხვათა შორის, არის ასეთი გამოთქმა ფილი ბასტარდი. ვინც ინგლისური იცის, მან კარგად იცის, რას ნიშნავს სიტყვა „ბასტარდი“. ეს ისტორიულ ფაქტს უკავშირდება, იყო ერთ-ერთი კონგრესმენი, სენატორი ფილი, რომელიც იმით იყო განთქმული, რომ მთელი ორი დღის განმავლობაში გამოდიოდა სენატში და, ბოდიშით და, ამ დროის განმავლობაში იგინებოდა. სანამ თვითონ არ მობეზრდა და თვითონვე არ გაჩერდა, ისე ვერავინ შეაჩერა. ამერიკის პოლიტიკური სისტემა ძალიან კარგად მასწავლეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, 4 ამერიკული უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ამერიკული სისტემა კარგად ვიცი, ამიტომ არ მიკვირს კონგრესმენის მიერ ასეთი ტერმინების გამოყენება, რადგან ამერიკაში ეს მიღებულია. აქ მთავარია, რომ ამ დონემდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე, რომ ბასტარდიზმის ობიექტი ყოფილიყო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. როცა საუბარია ნაგვის ქექვაზე, ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, შეურაცხმყოფელია. ჭიჭიკიას ანეკდოტის არ იყოს, ჭიჭიკია რომ შეუსწრებს ცოლს საყვარელთან, საყვარელი ერევა ჭიჭიკიას და სიტუაცია იმ დონემდე დაიძაბება, ცოლი უკვე ჭიჭიკიას მხარეზე გადადის, არიქა, ჭიჭიკია, კვანტი ამოსდეო. ჭიჭიკია კი პასუხობს, შე დალოცვილო, საკვანტოდ რატომ გამიხადე საქმეო. კვანტის გამოკვრამდე არ უნდა მისულიყო საქმე, თორემ შეიძლება მომავალშიც კიდევ სხვა კონგრესმენებიც გამოჩნდნენ და უარესი განცხადებებიც გააკეთონ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, აშკარაა, რომ აქ „ფრონტერას“ ინტერესებია, მაგრამ, ასეა თუ ისე, ის „ფრონტერაც“ ჩვენი სტრატეგიული მეგობრის-ამერიკის კორპორაციაა. ამდენად, ხომ შეგვეძლო, ამერიკის მხარისთვის შეგვეტყობინებინა რეალობა, შეგვეძლო, უფრო დიპლომატიურად გვემოქმედა. ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, ამერიკელები ძალიან მტკივნეულად უყურებენ ამერიკული ბიზნესის ინტერესების შელახვას ნებისმიერ ქვეყანაში. მათ ჩათვალეს, რომ ამ კონსორციუმის ჩაგდება ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესების შებღალვა იყო და ასეთ საქციელს ამერიკელები არავის შეარჩენენ, თუნდაც იმავე სტრატეგიულ მეგობარს.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამოსწორება უკვე დაგვიანებულია. ლობისტები რამდენად გამოასწორებენ ამ ვითარებას, ესეც რთული სათქმელია. „ქართულ
ოცნებას“ შენელებული მოქმედების სინდრომი აქვს, არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული მმართველი პარტია, არაპროფესიონალთა ზეიმია და მათ არ იციან, როგორ აწარმოონ პიარტექნოლოგია, მომგებიან პოზიციებს დღითიდღე კარგავენ, ჩაკეტილ ორდენს, თალიბანს ემსგავსებიან. მათი არაპროფესიონალიზმის გადამკიდე, საქართველოს ინტერესებიც ზიანდება. ასე რომ, პანდორას ყუთი გახსნილია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოდგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონგრესმენები ასეთ ტონში არ უნდა ელაპარაკონ საერთაშორისო პარტნიორებს.
„აქ ნამდვილად იკვეთება პირადი, კერძო ინტერესები. ფინანსური ინტერესიც იკვეთება და, როგორც ჩანს, იკვეთება თვითონ ამ კონგრესმენის, პიტ ოლსონის ინტერესიც. ეს ცნობილი ფაქტია. რაც შეეხება ბერკეტებს, რათა შეურაცხმყოფელი კომენტარები მომავალშიც არ მოვისმინოთ კონგრესმენებისგან, იქნება შესაბამისი კომუნიკაცია, უახლოეს მომავალში ვაშინგტონში შედგება ვიზიტები, შეხვედრები, ყველა დონეზე იქნება კონტაქტები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ყველაფერი გაირკვევა“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.
იმიტომ გამოვებრდღვენით დათვს კლანჭებიდან, რომ ლომის ხახაში ჩავვარდნილიყავით?!
სსრკ-ს დროს ის მაინც ვიცოდით, რომ "რესპუბლიკების კავშირი" ერქვა იმ სახელმწიფოს და მისი მართვის სადავეები ჩვენც არაერთხელ გვეპყრა ხელთ!..
ამგვარი შეკითხვა სრულიად რელევანტურია და არამც და არამც არ მიანიშნებს, რომ მსგავსი რიტორიკული კითხვების ავტორებს სსრკ და სოციალიზმი ენატრებათ!
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უცხო ქვეყნის ხელისუფალთ, როგორი "სტრატეგიული მეგობარიც" არ უნდა ერქვათ, უნდა გაეცეთ ადეკვატური პასუხი, ანუ ვიღაცამ მწარედ უნდა ჩაარტყას იმ ხელში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ყურის ასაწევად გაურბით! (არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ თვითონ რამდენად გვეხატება გულზე ეს ხელისუფლება!).
ისე, ჩვენ ყველას, ჩვენ ქვეყანას როგორც ნაბიჭვარს, ისე ექცევიან ეს მართლა ნაბიჭვრები.
ამდენი წელია თავის დაკრულზე აცეკვებენ ყველა დამოუკიდებელ მთავრობას. გახარიას იმედი იყო ცოტათი, მაგრამ ამანაც მაგათ დაკრულზე დაიწყო ცმუკვა.
არც-ერთ მთავრობას არ გააკეთებინეს ქართული საქმე.
ბმული /> ახლა ჩინელებსაც მიადგნენ:
ბმული
გეთანხმებით. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ბ-ნი მაისაიას მიერ მოყვანილი მაგალითი უადგილოა. თუ სიტყვა ბასტარდის გამოყენებას შევეხებით, პირიქით, თავისი აზრით იგი აშშ მოქმედების და პოლიტიკური ნორმების სიმბოლოდ არის ქცეული მას შემდეგ, რაც ფრანკლინ რუზველტმა ნიკარაგუას დიქტატორის გენერალ სამოსას მიმართ შემდეგი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა - „ის შეიძლება იყოს ნაბიჭვარი , მაგრამ ის ჩვენი ნაბიჭვარია“. საშინელი ცინიზმია ამ ფრაზაში და, საუბედუროდ, იგი დღეს ჩვენც გვეხება - "დაუძირავი" სააკაშვილი მყავს მხედველობაში.
გამსაკუთრებით ცალკეული ერების მიდრეკილებებზე, მოძალადეობაზე, კანონმორჩილებაზე და "ცუდი" კანონის იგნორირებაზე ...