ინგრედიენტები
პორტვეინი - 0,5 ლ
მსხალი - 4 ცალი
ნაღები - 150 მლ
თხილი - 30 გ
შაქარი - 100 გ
სასურველი სიროფი - 0,5 ლ
შავი შოკოლადი - 250 გ
ლიმონის წვენი - 3 ს/კ
მომზადების წესები
გაფცქვენით მსხლები, ამოაჭერით გულები, მოათავსეთ პატარა ქვაბში.
ლიმონის წვენს დაუმატეთ სიროფი, შაქარი და პორტვეინი, დაასხით მიღებული მასა მსხალს. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ ადუღებიდან 5-7 წუთი.
გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. ურიეთ შეუჩერებლად და დაუმატეთ 33 %-იანი ნაღები და დაჭრილი თხილი.
ამოიღეთ მსხლები სიროფიდან. გააციეთ და ამოავსეთ გულები შოკოლადის მასით.
გემრიელად მიირთვით!