ინგრედიენტები
ფორთოხალი - 4
კვერცხი - 3
შაქარი - 200 გ
დარბილებული კარაქი - 170 გ
ფქვილი - 180 გ
შოკოლადი - 60 გ
სოდა - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსზე.
ათქვიფეთ კარაქი 120 გ შაქართან ერთად. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. შემდეგ ფქვილი, სოდა, 1 ფორთოხლის ცედრა და წვენი.
ჩაასხით ცომი კარაქწასმულ საშუალო ზომის ფორმაში. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი შოკოლადი და დანის წვერით ან ჩანგლით მსუბუქად აურიეთ. შემდეგ გამოაცხეთ დაახლ. 40 წუთი.
დარჩენილი შაქარი და 3 ფორთოხლის წვენი გაათბეთ და მოამზადეთ მსუბუქი სიროპი. დაასხით ღუმელიდან ახალგამოღებულ, ცხელ ნამცხვარს. გააციეთ ბოლომდე და შემდეგ დაჭერით